Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე „პოლიტიკის მეცნიერება“ და „მასობრივი კომუნიკაცია“ კონკურსანტთა საჩივრების შემსწავლელი სააპელაციო კომისიების შექმნის შესახებ.

„პოლიტიკის მეცნიერების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კონკურსანტების გივი ბარამიძისა (#14883/30 21.09.2021) და მარიამ გოგოჭურის (#15042/10-02 22.09.2021),  „მასობრივი კომუნიკაციის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კონკურსანტ გიორგი დვალიშვილის (#15061/30 21.09.2021) განცხადებების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შეიქმნას „პოლიტიკის მეცნიერების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტობის კანდიდატების გ. ბარამიძისა და მ. გოგოჭურის საჩივრების შემსწავლელი სააპელაციო კომისია:

  • კორნელი კაკაჩია - პროფესორი, სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე;
  • ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი, სააპელაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ვალერიან დოლიძე - ასისტენტ-პროფესორი, სააპელაციო კომისიის მდივანი.

2. შეიქმნას „მასობრივი კომუნიკაციის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტობის კანდიდატის გ. დვალიშვილის საჩივრის შემსწავლელი სააპელაციო კომისია:

  • მაია ტორაძე - ასოცირებული პროფესორი, სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე;
  • რევაზ ჭიჭინაძე - ასოცირებული პროფესორი, სააპელაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი, სააპელაციო კომისიის მდივანი.

3. კომისიებმა შეისწავლონ დოქტორანტობის კანდიდატების საჩივრები ბრძანების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.